Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოსტდოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე

 

 პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  ავტობიოგრაფია (CV);

დ) გამოქვეყნებული შრომების სია;

ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);

ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის (უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი) თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმებულ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც მოსალოდნელი შედეგების მხრივ აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პოსტდოქტორანტობის მსურველის ავტორობით/თანაავტორობით უნივერსიტეტის სახელით პრესტიჟულ, მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-კვლევითი სტატიის გამოქვეყნებას (დასაბეჭდად მიღებას), ისეთ ჟურნალში რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბაზებში და რომლის შესაბამისად CiteScore მეტია ან ტოლია1-ის, ხოლო Impact factor მეტია ან ტოლია 0,5-ის;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ

ი) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი

 

საბუთების მიღება  2022 წლის 20 დან 25 დეკემბრის ჩათვლით, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი  # 108.

 

პოსტდოქტორანტად დასაქმების უფლება აქვს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული)

აკადემიური ხარისხის მქონე პირს, თუ პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყებისას იგი არის არაუმეტეს 35 წლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 3 წლისა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ დეკანის მოადგილეს, ბატონ ვაჟა ტრაპაიძეს vazha.trapaidze@tsu.ge